ტრენინგის პირველი-მეორე დღე ინტელის სასწავლო კურსოს ტრენინგი დავიწყე 29 აპრილს. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ინტელის კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
ტრენინგის მეოთხე დღე დღეს ვისაუბრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრებაზე. მოსწავლეთა გააქტიურება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებით. სწორი შეკითხვების დასმით შევძლებ მოსწავლეებს დავეხმარო მოტივაციის ამაღლებასა და დამოუკიდებელი მუშაობის უ/ჩ განვითარებაში. მივიღე სასარგებლო რჩევები ზოგადი შეკითხვების ფორმულირებისათვის. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს.
Комментарии
Отправить комментарий