ნინო ვაჭარაშვილი პროექტის პორთფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული
Сообщения
Сообщения за 2017
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მეცხრე დღე დღევანდელი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მივეცით უკუკავშირი. ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები. გავეცანით კურსის მიზნებს, პროექტებით სწავლებას.ტრენერმა გაგვაცნო ელექტრონული წიგნი, ვისწავლე წიგნში ნავიგაცია. ასევე გავეცანით რა არის პროექტის პორთფოლიო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ის რომ გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. პროექტებით სწავლება დამეხმარება მოსწავლეთათვის ამ უნარის განვითარებაში. ჩემი აზრით ეს ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული, მაგრამ ბევრის მომცემი ვისწავლე მოსწავლის ნიმუშის შექმნა,პროექტის გეგმის დაწერა.. ამ ტრენინგით გავიღრმავე ცოდნა. მიღებულ ცოდნას დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში. დიდი მადლობა ქალბატონ დიანას საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისა
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მეოთხე დღე დღეს ვისაუბრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრებაზე. მოსწავლეთა გააქტიურება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებით. სწორი შეკითხვების დასმით შევძლებ მოსწავლეებს დავეხმარო მოტივაციის ამაღლებასა და დამოუკიდებელი მუშაობის უ/ჩ განვითარებაში. მივიღე სასარგებლო რჩევები ზოგადი შეკითხვების ფორმულირებისათვის. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს.
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მესამე დღე განვიხილეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტების შესახებ.მოვისმინე მოდული 2 სასწავლო პრიექტის დაგეგმვა.სასწავლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს საგნობრივ სტანდარტს.წარმოდგენილი უნდა იქნას მოსწავლეთა ნამუშევრები და აქტივობები. დაგეგმვისას მნიშვნელოვანია სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოყალიბდეს სასწავლო მიზნები. ვისწავლე ბროშურის შექმნა,სურათის ჩასმა.
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის პირველი-მეორე დღე ინტელის სასწავლო კურსოს ტრენინგი დავიწყე 29 აპრილს. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ინტელის კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.